სიცოცხლის ბოლოს კი იმ დროზე გვწყდება გული, რომელიც სიჩქარეში ასე უმოწყალოდ ამოვწურეთ.
შევჩერდეთ ერთი წუთით. სიჩქარეს აყოლილნი, ვერც კი ვამჩნევთ, როგორი ლამაზია სიცოცხლე. როგორი მომხილელია ბუნება, განსაკუთრებით კი ყველა და ის ყველაფერი ასე უჩუმრად, რომ გამხდარან ჩვენი ცხოვრების თანამგზავრნი.
მოდით, ცოტა შეუნელოდ ნაბიჯს და მეტად დავტკბეთ დილის გარიჯრაჯით, ჩვენი სამშობლოს ლამაზი, განუმეორებელი ბუნებით, ჩვენს შვილებს მეტი დრო დავუთმო და უკეთესად შევასწავლოს, ღვთის რიდი, ოჯახის სიყვარული და სამშობლოში ყოფნის თუ მისგან შორსწასულისთვის უკან დაბრუნების აუცილებლობა. საკუთარი ქცევის მაგალითზე, სისხლხორცეულად ვუქციოთ დედის, მამის, დისა თუ მეუღლის პატივისცემა.
მერწმუნედ ყველაფერი ამით ღმეთისა და საკუთარი თავის წინაშე დიდ ვალს მოვიხდით და იმ აზრს გავამართლებთ რისთვისაც მოვედით ამ მიწაზე.ეს კი იმ უზარმაზარ სიამოვნებას მოგვანიჭებს ბოლოს ,სულ ბოლოს ,რადგან ყველაფერი ეს ჭეშმარიტად ბევრად აჯობებს სიჩქარისგან მოგვრილ ვნებას.
სანკ-პეტერბურგი
10.10.02.
სევერიან ჯუღელი
No comments:
Post a Comment