ასე მგონია,ღმერთის მოწამეობა და სიყვარული მხოლოდ ლოცვებითა თუ ეკლესიაში ხშირი სიარულით კი არ გამოიხატება არამედ,მისი ზირითადი აზრი ქმედებებშია უნდა იყოს ჩაქსოვილი.იმ ქმედებებში, რომლის მიზანი და დანიშნულება ახლობელი თუ შორებელი ადამიანებისათვის სიკეთის უჩუმრად,ყოველგვარი ხმაურის გარეშე კეთებაა. დარწმუნებული ვარ,უპირველეს ყოვლისა ვინც თავისივე ოჯახში სიკეთე დათესა, გაჭივრებულს დროულად ხელი გაუწოდა, დას ძმურად დაუდგა და საკუთარ ქვეყანას ჯანსაღი შთამომავლობა დაუტავა, მას ყვარებია ჭეშმარიტად უფალი.
ჩემი გადმოსახეთიდან მოწამეობა მხოლოდ დიდი შენდობის სხვათა არ განსჯისა და დიდი სიყვარულის ძლიერ ფუძეზე აღმოცენებული ის წმინდა და სუფთა ზედნაშენია სადაც სიძულვილის ,შურის,მტრობისა და შურისძიების თუნდაც ერთი აგური გამოერია,ბოროტი ხელის ერთი დარტყმით ყველაფერი ერთიანად იშლება და მიწასთან სწორდება.
ჩემს ბედკრულ ქვეყანაში,ზოგიერთები და კიდევ კარგი ზოგიერთები,პატივმოყვარეობისა და სხვაზე გაცილებით მეტად წარმოჩინების ეშმაკისეულმა სურვილმა იქამდეც კი მიიყვანა, რომ სხვათა უბედურების მინდორზე მოყვანილი სიმდიდრით ეკლესიებს აშენებენ. არამგონია, რომ მათ ამ ქმედებებში თავისი ცოდვების მონანიება ქონდეთ ჩადებული. ასე მგონია,უმეტეს შემთხვევაში მათ თავისივე თავისა თუ პიროვნების წარმოჩენა ამოძრავებთ და გადიდების მანიითა არიან მეტწილად შებყრობილნი.ჩემი ღრმა რწმენით აღმშენებლობა ისაა რეალური და ღვთისათვის მისაღები, რომლის ძირითადი მიზანი ადამიანის,ღმეთისმიერ უზარმაზარი სიყვარულით შექმნილი ქმნილების სამსახურია და ამით კი შემდეგში მათი სულიერი ამაღლებისაკენ არის მიმართული.ეს კი მერწმუნეთ ჩვენივე ქვეყნისა თუ ხალხის თითქმის გადარჩენის ტოლფასია იმ უკიდურესი გაჭივრების ფონზე, რომელიც დღესაა ჩვენს ქვეყანაში გამეფებული.ასე მგონია ეკლესიაში შესვლის ძირითადი მიზანი,თუნდაც პირველადი ადამიანური მოთხოვნილებებით დაკმაყოფილებული ადამიანების შემდგომი სულიერი ამაღლებააა და არა შვილების შიმშილისაგან გადარჩენის თხოვნის სურვილი. სწორეს ის , ღვთისგანვე ჩადებული შთამომავლობის გაგძელების ინსტიქტზე დაფუძნებული, სურვილი , როლისა გამო ცხოველური ქმედებები უფრო მრავლადაა ამჟამინდელ საქართველოში, ვინემ ადამიანური.და ამიტომაც ვერანაირად ვერ იქნებიან გარეთ ისეთივე სათნონი და რაც მთავარია ადამიანებისა ანუ ღვთისა მოყვარული ,როგორიც შიგნით ეკლესიაში.
ღმერთის სიყვარული პირველ რიგში ადამიანების დიდი სიყვარული უნდა იყოს და თუ ეს ასეა ტაძრების მშენებლობა პირველ რიგში საკუთარი ხალხისათვის სიკეთის კეთებაში თუ სამშობლოს აღმშებლობაში უნდა გამოიხატებოდეს.ღმერთის სიყვარულისათვის გადადგმული ყველა ნაბიჯი უპირველ ყოვლისა ადამიანების კეთილდღეობისათვის გაწეულ ღვაწლს უნდა გულისხმობდეს .ეს კი უპატრონო ,ჩვენი ბავშვების ცოტათი მაინც უკეთესი მომავლის შექმნაში, დაუცველი ერთ დროს მედიდური დღეს კი სამათხოვროდ გამოსული მოხუცების დაცვაში,უკიდურესი გაჭივრებისა გამო,საშოვარზე გამოსული ქართველის დედების, ხელისშეწყობაში თუ მშიერი შვილების ყურების გამო გამგელებული ქართველი ვაჟკაცების მათი შესაფერისი საქმიანობით დასაქმებაში უნდა გამოიხატებოდეს.
ყველაფერში ზომიერება გვმართებსო ქართველებს,უთქვავს ერთ ჩვენს დიდ მამულიშვილს.
ამას კი ალბათ იმიტომ ვიხსენებ,რომ ტაძრების მშენებლობა ნამდვილად დიდი საქმეა მაგრამ თუ საკუთარი ხალხი დაგვავიწყდა, ეს მშენებლობა ვერანაირად ვერ იქნება აღმშენებლობა და საბოლოოდ ჩვენსავე ვითომდა დიდ ნამოქმედარს ,ყველასა და ყველაფრის მხოლოდ მოჩვენებით სიყვარულში და პირველ რიგში კი ღმერთთან გარიგების მცდელობაში ჩამოგვითლის ჩვენივე შთამომავლობა.
29.11.02შვედეთი.
სტოკჰოლმი.
სევერიან ჯუღელი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment