skip to main |
skip to sidebar
სულ სადღაც მიგვეჩქარება.რეალობაში მყოფთ ისეთი გრძნობა გვაქვს, რომ რაღაც გვინდა მოვასწროთ.თითქოს დღეს თუ არა მაშინ, როდისღა? თითქოს, რაღაცას ვასწრებთ. დაბადებისთანავე ერთი სული გავქს, ფეხზე როდის გავივლით. პირველ ნაბიჯს გადავდგავთ და მეორესთვის ვემზადებით.მეორეს მესამე მოყვება და ასე შემდეგ...
სიცოცხლის ბოლოს კი იმ დროზე გვწყდება გული, რომელიც სიჩქარეში ასე უმოწყალოდ ამოვწურეთ.
შევჩერდეთ ერთი წუთით. სიჩქარეს აყოლილნი, ვერც კი ვამჩნევთ, როგორი ლამაზია სიცოცხლე. როგორი მომხილელია ბუნება, განსაკუთრებით კი ყველა და ის ყველაფერი ასე უჩუმრად, რომ გამხდარან ჩვენი ცხოვრების თანამგზავრნი.
მოდით, ცოტა შეუნელოდ ნაბიჯს და მეტად დავტკბეთ დილის გარიჯრაჯით, ჩვენი სამშობლოს ლამაზი, განუმეორებელი ბუნებით, ჩვენს შვილებს მეტი დრო დავუთმო და უკეთესად შევასწავლოს, ღვთის რიდი, ოჯახის სიყვარული და სამშობლოში ყოფნის თუ მისგან შორსწასულისთვის უკან დაბრუნების აუცილებლობა. საკუთარი ქცევის მაგალითზე, სისხლხორცეულად ვუქციოთ დედის, მამის, დისა თუ მეუღლის პატივისცემა.
მერწმუნედ ყველაფერი ამით ღმეთისა და საკუთარი თავის წინაშე დიდ ვალს მოვიხდით და იმ აზრს გავამართლებთ რისთვისაც მოვედით ამ მიწაზე.ეს კი იმ უზარმაზარ სიამოვნებას მოგვანიჭებს ბოლოს ,სულ ბოლოს ,რადგან ყველაფერი ეს ჭეშმარიტად ბევრად აჯობებს სიჩქარისგან მოგვრილ ვნებას.სანკ-პეტერბურგი
10.10.02.
სევერიან ჯუღელი
ასე მგონია,ღმერთის მოწამეობა და სიყვარული მხოლოდ ლოცვებითა თუ ეკლესიაში ხშირი სიარულით კი არ გამოიხატება არამედ,მისი ზირითადი აზრი ქმედებებშია უნდა იყოს ჩაქსოვილი.იმ ქმედებებში, რომლის მიზანი და დანიშნულება ახლობელი თუ შორებელი ადამიანებისათვის სიკეთის უჩუმრად,ყოველგვარი ხმაურის გარეშე კეთებაა. დარწმუნებული ვარ,უპირველეს ყოვლისა ვინც თავისივე ოჯახში სიკეთე დათესა, გაჭივრებულს დროულად ხელი გაუწოდა, დას ძმურად დაუდგა და საკუთარ ქვეყანას ჯანსაღი შთამომავლობა დაუტავა, მას ყვარებია ჭეშმარიტად უფალი.
ჩემი გადმოსახეთიდან მოწამეობა მხოლოდ დიდი შენდობის სხვათა არ განსჯისა და დიდი სიყვარულის ძლიერ ფუძეზე აღმოცენებული ის წმინდა და სუფთა ზედნაშენია სადაც სიძულვილის ,შურის,მტრობისა და შურისძიების თუნდაც ერთი აგური გამოერია,ბოროტი ხელის ერთი დარტყმით ყველაფერი ერთიანად იშლება და მიწასთან სწორდება.
ჩემს ბედკრულ ქვეყანაში,ზოგიერთები და კიდევ კარგი ზოგიერთები,პატივმოყვარეობისა და სხვაზე გაცილებით მეტად წარმოჩინების ეშმაკისეულმა სურვილმა იქამდეც კი მიიყვანა, რომ სხვათა უბედურების მინდორზე მოყვანილი სიმდიდრით ეკლესიებს აშენებენ. არამგონია, რომ მათ ამ ქმედებებში თავისი ცოდვების მონანიება ქონდეთ ჩადებული. ასე მგონია,უმეტეს შემთხვევაში მათ თავისივე თავისა თუ პიროვნების წარმოჩენა ამოძრავებთ და გადიდების მანიითა არიან მეტწილად შებყრობილნი.ჩემი ღრმა რწმენით აღმშენებლობა ისაა რეალური და ღვთისათვის მისაღები, რომლის ძირითადი მიზანი ადამიანის,ღმეთისმიერ უზარმაზარი სიყვარულით შექმნილი ქმნილების სამსახურია და ამით კი შემდეგში მათი სულიერი ამაღლებისაკენ არის მიმართული.ეს კი მერწმუნეთ ჩვენივე ქვეყნისა თუ ხალხის თითქმის გადარჩენის ტოლფასია იმ უკიდურესი გაჭივრების ფონზე, რომელიც დღესაა ჩვენს ქვეყანაში გამეფებული.ასე მგონია ეკლესიაში შესვლის ძირითადი მიზანი,თუნდაც პირველადი ადამიანური მოთხოვნილებებით დაკმაყოფილებული ადამიანების შემდგომი სულიერი ამაღლებააა და არა შვილების შიმშილისაგან გადარჩენის თხოვნის სურვილი. სწორეს ის , ღვთისგანვე ჩადებული შთამომავლობის გაგძელების ინსტიქტზე დაფუძნებული, სურვილი , როლისა გამო ცხოველური ქმედებები უფრო მრავლადაა ამჟამინდელ საქართველოში, ვინემ ადამიანური.და ამიტომაც ვერანაირად ვერ იქნებიან გარეთ ისეთივე სათნონი და რაც მთავარია ადამიანებისა ანუ ღვთისა მოყვარული ,როგორიც შიგნით ეკლესიაში.
ღმერთის სიყვარული პირველ რიგში ადამიანების დიდი სიყვარული უნდა იყოს და თუ ეს ასეა ტაძრების მშენებლობა პირველ რიგში საკუთარი ხალხისათვის სიკეთის კეთებაში თუ სამშობლოს აღმშებლობაში უნდა გამოიხატებოდეს.ღმერთის სიყვარულისათვის გადადგმული ყველა ნაბიჯი უპირველ ყოვლისა ადამიანების კეთილდღეობისათვის გაწეულ ღვაწლს უნდა გულისხმობდეს .ეს კი უპატრონო ,ჩვენი ბავშვების ცოტათი მაინც უკეთესი მომავლის შექმნაში, დაუცველი ერთ დროს მედიდური დღეს კი სამათხოვროდ გამოსული მოხუცების დაცვაში,უკიდურესი გაჭივრებისა გამო,საშოვარზე გამოსული ქართველის დედების, ხელისშეწყობაში თუ მშიერი შვილების ყურების გამო გამგელებული ქართველი ვაჟკაცების მათი შესაფერისი საქმიანობით დასაქმებაში უნდა გამოიხატებოდეს.
ყველაფერში ზომიერება გვმართებსო ქართველებს,უთქვავს ერთ ჩვენს დიდ მამულიშვილს.
ამას კი ალბათ იმიტომ ვიხსენებ,რომ ტაძრების მშენებლობა ნამდვილად დიდი საქმეა მაგრამ თუ საკუთარი ხალხი დაგვავიწყდა, ეს მშენებლობა ვერანაირად ვერ იქნება აღმშენებლობა და საბოლოოდ ჩვენსავე ვითომდა დიდ ნამოქმედარს ,ყველასა და ყველაფრის მხოლოდ მოჩვენებით სიყვარულში და პირველ რიგში კი ღმერთთან გარიგების მცდელობაში ჩამოგვითლის ჩვენივე შთამომავლობა.29.11.02შვედეთი.
სტოკჰოლმი.
სევერიან ჯუღელი
მე ისევ შვედეთში ვარ. აქეთ ძალიან ცივა.ნამდვილი ჩრდილოეთია.ლაპლანდია აქედან ექვსას კილომეტრშია.
ორი დღის წინ,მანქანით მივდიოდით.გზაზე ირმების ჯოგი იყო გადმოსული. მიუხედავად იმისა,რომ ერთ სერიოზულ შეხვედრაზე გვაგვიანდებოდა მაქანა გავაჩერე-
ბინე და გადმოვედი…
საოცარი სიამოვნების გრძნობა დამეუფლა.ბუნების შვილი ვიყავი.სილამაზე მთელი სიგრძე სიგანით აღვიქვი.მესიამოვნა,რომ დედამიწაზე კიდევ შემორჩა ადგილები სადაც
ველური ბუნება ხელუხლებელია…და უეცრად,საშინელი ამბავი გამახსენდა.თბილისის ზოოპარკში სიცივისა და შიმშილისაგან დაოსებული ირემი,როგორ მოკლა ვიღაცამ და
ფეხი ააჭრა…მერე კი ხალხი ამბობდა,იმ ვირაცას მოშივდა და ამიტომ მოკლაო…მე იმ ვიღაცის საქციელს არ შეუშფოთებივარ,მე ჩემი ხალხის გულგრილობამ თუ მგლური ინსტიქტების გაღვიძებამ შემაძრწუნა.მე მაშინ იმ ირემში,ღვთისგან შექმნილი,დაუცველი თუ ადამიანებისათვის მგლებისაგან დასაცველი ქნილება დავინახე და გული მომოკვდა,როცა მივხდი ჩემს ქვეყანაში დიდიან პატარიანად ყველას მგლის ქმედებები სამაგალითოდ მიაჩნდათ.ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა.მაშინ ჯერ კიდევ საქართველოში ვცხოვრობდი.მაშინ პირველად მიქნა გულმა რეჩხი.მაშინ პირველად შემეშინდა,ჩემი ქვეყნის ბედის გამო.მაშინ პირველად მივხდი,მგლური კანონები ადვილად მოიკიდებდა ფეხს ქვეყანაში და ნორმად დამკვიდრდებოდა.ვიგრძენი,რომ სულ მალე არავის გაუკვირდებოდა არც პატარა ქართველი მათხოვრის როლში,არც უიმედოობისგან ატირებული მოხუცებული,არც ხელგაწვდილი ქართველი ინტილიგენტი და არც მუხლდაჩოქილი, ერთ დროს ამაყი ქართველები, ქვეყნის ვითომდა გადასარჩენად მოსული ,გადამთიელის წინაშე...
უეცრად რაღაც საოცარი სურათის მოწმე გავხდი.დიდი ქორბუდა ირემი ჩემსკენ შემო-ტრიალდა.დიდრონი რქები და შერკინებისთვის მზადმყოფნი ამაყი თვალები,არანაირად არ ეწერებოდა იმ სურათში,რაც ქვეყანაში საერთო სიმშვიდის გამო იყო შექმნილი.
ვიგძენი მისი თვალებიდან ჩემი წარსული და მომავალი,ამაყისაქართველო მიყურე- ებდა.რაღატომაც დიდი იმედი ჩამესახა გულში.მივხდი, რომ ჩემი ერი ყველა გამოცდას გაუძლებს,ყველა განსაცდელს გაივლის და ჩემს ტყეშიც მრავლად იქნება ლამაზი შველი თუ ირემი და თბილისიდან დასავლეთსში თუ აღმოსავლეთში გზაზე მიმავალს,ის ქორბუდა ირემი შემომეგებება, ჩემი... ადამიანიების არ შეეშინდება და სიამაყით სავსე ,თავს გაქცევას არც კი აკადრებს...
ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა...
ო, მამაო ღმერთო ერსა გთხოვ,მიუტევე ყველა ცოდვა ჩემს დაჩოქილ
ქართველებს, რამე თუ არ იციან რას ჩადიან...გემუდარები დაუბრუნე ძმას ძმის სიყვარუ-
ლი.ქართველ მანდილოსანს ,სამკვდრო სასიცოცხლო მრძოლა ,თავისი მანდილით შეეწყვიტოს...დაუბრუნე ახალგაზრდას მოხუცებულის პატივისცემა და ის დიდი მოკრძალება რომლითაც ყოველთვის გამოირჩევოდა ჩემი ქართველი ერი...
მე,მჯერა ჩემი ქვეყანის...უმეო. ჩრდილოეთ შვედეთი.
სევერიან ჯუღელი
დარწმუნებული ვარ, შემომქმედს ერები ერთმანეთისგან განსაცალკაებლად კი არა, არამედ განსხვავებულთა სიყვარულით თანაცხოვრებისა და ურთიერთ ხელის შეწყობისათვის შეუქმნია.ამის საუკეთესო მაგალითად თბილისი და მისი სხავადასხვა რჯულის მოქალაქეთა თანაცხოვრება მიმაჩნია.
მახსოვს პეროსკაიას ქუჩას. დილით როგორი გულმოდგინეობით გვიდნენ ხოლმე დიდი ცოცხებით ქურთი აზიზა და მისი თავშალწაკრული, ფაშფაშა ცოლი. ალბათ ბევრი დამეთანხმება თუ ვიტყვი, რომ ასეთი გულმოდგინება და ამ მძიმე საქმის ასეთი სიყვარული არც ერთ თბილისელ ქართველს არ გამოუვლენია. ალბათ ამიტომ ემსახურებიან ესეოდენ ერთგულად ჩვენი ქალაქისთვის ესეოდენ საჭირო ამ საქმეს ჩვენი საყვარელი თბილისელი ქურთები.
ჩემს მეხსიერებაში, ჩვენი თბილისელი რუსი ქალები თეთრ ხალათში ჩაცმული თბილი დეიდების სახეებად აღიბეჭდა, სისხამ დილით ჩვენი ბავშვებისათვის ესეოდენ საჭირო რძისა და არაჟნის გასაყიდად რომ იყვნენ გამოსულები. ყველა რუსი ჩემი უახლოესი ნათესავი კოლია ბიძია მეგონა, მსოფლიოს ისტორია ზეპირად რომ იცოდა. თანადროულად, როგორც უდიდესმა ჯენტლმენმა, მანდილოსანის შეურაცმყოფელს ისეთი დღე დააყენა, რომ ამ ამბავს დღესაც იხენებენ თვითმხილველები. ჩემი ბავშვობა და ჩემი ქალაქი ჩემი პატარა რუსი მეგობრით ვიტიათიც მიყვარს, რადგან სამშობლო ხომ ის ხალხია, შენ რომ გიყვარს და მათაც რომ არანაკლებ უყვარხარ.
რატომღაც ჩემს მეხსიერებაში ყველა აზერბაიჯანელი, ყოველთვის კოსტუმში გამოწყობილ იმ დაბალ და შავგრემან მამაკაცებად შემორჩნენ, ჩვენს ლამაზ ქალაქს და ქვეყანას აზიურ ელფერს რომ სძენდნენ. მერე კი მარნეულის მიდამოებში მოხვედრისას ამაში კიდევ უფრო დავწმუნებულვარ, რადგან მხოლოდ იქ გამხსენებია ბავშვობაში წაკითხული აზიური ზღაპარი, მხოლოდ იქ მიოცნებია ვყოფილიყავი სულთანი, ბევრი ლამაზი ცოლი რომ ჰყავს, მაგრამ ჩვენთვის ადვილად გასაგები მიზეზების გამო, მხოლოდ ერთი გამორჩეული და უეჭველად ქართველი.
მე მაშინდელი თბილისი იმ თბილისელი სომხების გარეშეც ვერ წარმომიდგენია, ოსტატურად რომ “აპაჩინკებდნენ” ყველაფერს ჩვენი კოლორიტული თბილისის თითქმის ყველა უბანში მდგარ ჯიხურებში, მაშინდელი უფროსი თაობის ხშირი თავშეყრის ადგილები რომ იყო.
მე ჩემი ქვეყანა ვერც იმ ჩემი ებრაელი მეგობარი ბიჭების გარეშე წარმომიდგენია, განუყოფელნი რომ არიან იმისა, რასაც სისუფთავე ჰქვია, რასაც უანგარო ბავშვური სიყვარული ქვია.
ანდა განა კი იქნებოდა სრულყოფილი ჩემი ლამაზი ბავშვობა, რომ არა ის ჩემი ოსი მეგობარი, დიდი ხნის წინ ერთი ბებია რომ გვზრდიდა და ცხოვრების რეალობამ მე და ის სხვადასხვა ქვეყნების მაცხოვრებლებად გვაქცია, თუმცა კი ამით მონატრებისა და სიყვარულის გრძნობას ჩრდილიც კი არ მიაყენა.
პესიმისტი არა ვარ,თუმცა ცხოვრებამ უაზრო ოპტიმიზმსაც გადამაჩვია და დედამიწაზე სიარულიც კი მასწავლა,მაგრამ პრაგმატიკოსი არასოდეს გავმხდარვარ და ამიტომაც ისევ საოცრად მჯერა,ჩემი ქვეყნისა თუ ჩემი ქალაქის, სადაც უამრავი ერისა თუ რელიგიის წარმომადგენლები, ერთმანეთის ძმები და დები გამხდარა. აქ სადაც ყველაზე ჭკვიანი და გამოჩენილი სომხები იბადებოდნენ. აქ ხომ ოცდაექვსი საუკუნის განმავლობაში სხვა ყველა ებრაელისაგან მკვეთრად გასხვავებული ქართველი ებრაელები ცხოვრობდნენ, რომლებსაც ეს “წოდება” ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულებსაც კი არ შეუცვლიათ.
ამიტომაც მაგონებს ჩემი თბილისი ცისარტყელას, თავისი ზღაპრულად ლამაზი ფერების სიმრავლით.
საამაყოა თბილისელობა და ამავდროულად ძნელიც.
სანკტ-პეტერბურგი
სევერიან ჯუღელი